ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროექტი „განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში“ დასრულდა

პროექტი „განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში“ დასრულდა

პროექტი „განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში“ სსიპ გარემოსადაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა და ააიპ სოფლის განვითარების სააგენტომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით განახორციელა.

პროექტის მიზანი იყო აგრარული განათლების განვითარება, დეფიციტურ პროფესიებზე ცნობიერების ამაღლება და ფერმერებისთვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები განიხილეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა დეფიციტურ აგრარულ პროფესიებზე, არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა.  მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცენტრის იმ აქტივობებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობასა და  სოფლის მეურნეობის დარგის პროფესიებზე ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის კოორდინატორმა, თამარ სანიკიძემ  პროექტის „განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების და მათი შედეგების შესახებ ისაუბრა. 

გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელშიც სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი, აიპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური პორტფელის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკური განვითარების პორტფელის პროგრამის ხელმძღვანელი ბექა თაგაური მონაწილეობდნენ.

„განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობაში“  პროექტის დახურვის ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრისა და ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „პროფესიული განათლების და ტრენინგების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის  მეურნეობაში VET (ფაზა 3)“  ფარგლებში ჩატარდა, რომლის დონორი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოა (SDC).

    

საჯარო განხილვების არქივი