გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ტრადიციულად შეუერთდა ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნას.
გამართულ ღონისძიებაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდენ.
I ადგილი - მარინა შავიშვილი
II ადგილი - თათია ძაგანია
III ადგილი - ნიკა ფაილოძე
ფოტოკონკურსში 100-მდე განაცხადი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეარჩია, რომელიც შედგებოდა გარემოს დაცვის, ფოტოგრაფიისა და ვიზუალური კომუნიკაციის სპეციალისტებისგან.
კონკურსის გამარჯვებულებს აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები და სპეციალური პროიზები გადაეცათ.