სამდღიანი პროგრამის მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) გამოყენების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება იყო, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროცესების ეფექტიანად განხორციელებას.
სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა დრონების მუშაობის პრინციპების, მართვის სისტემების, უსაფრთხოების წესების, სამართლებრივი რეგულაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
დრონების გამოყენება მონიტორინგის პროცესში მნიშვნელოვნად ამარტივებს ფართო და რთულად მისადგომ ტერიტორიებზე დაკვირვებას, შესაძლო გარემოსდაცვითი რისკების დროულ გამოვლენას, ასევე, ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის ეფექტიან კონტროლს.
პროგრამა მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას და თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.