ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გორში დაცული ლანდშაფტების თანამშრომლებისთვის გარემოსდაცვით კანონაღსრულების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

გორში დაცული ლანდშაფტების თანამშრომლებისთვის გარემოსდაცვით კანონაღსრულების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გორში ტრენინგი „დაცული ლანდშაფტების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი მიმართულებით კანონაღსრულების საკითხებზე“ გაიმართა.

ტრენინგის მიზანი დაცული ლანდშაფტების თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება, გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარება იყო.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე საქმის წარმოების პროცედურებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესსა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების პრაქტიკულ მექანიზმებს. ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიებისა და დაცული ლანდშაფტების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, ტყის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და კანონაღსრულების საკითხებს, ხე-ტყის კანონიერ გადაადგილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების იდენტიფიცირებას.

მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს თევზჭერის, ნადირობისა და ცხოველთა ობიექტებით სარგებლობის საკანონმდებლო მოთხოვნებზე, გარემოსდაცვითი დარღვევების გამოვლენის, ზიანის გაანგარიშებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოების პრაქტიკულ ასპექტებზე. შეხვედრაზე განიხილეს დაცულ ტერიტორიებზე ნიადაგისა და წყლის რესურსების დაცვის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო მოთხოვნებიც.

ტრენინგის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული ქეისების განხილვას, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა გაეძლიერებინათ უნარები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დოკუმენტირების, სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი ოქმების შედგენის მიმართულებით.

ტრენინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე და სამსახურის უფროსის მოადგილე არსენ ჩინჩალაძე უძღვებოდნენ.

საჯარო განხილვების არქივი