შეხვედრის მიზანს გარემოსდაცვით სამართალდარღვევებთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოწვევების, არსებული გამოცდილებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრა ეხმიანებოდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას - ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობას, გაზარდოს საზოგადოებრივი ჩართულობა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით საკითხებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის იყვნენ გარემოს დაცვის საკითხებში მოსამართლეთა ევროპული ფორუმის (EUFJE) ვიცე-პრეზიდენტი და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონალური კოორდინატორი.