სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ცენტრის შესახებ

<p>გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2013 წლის 14 მაისს დაარსდა, როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ცენტრის მისიაა საზოგადოებაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების განვითარების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა. ცენტრი საქმიანობას ახორციელებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: &bull; გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა; &bull; საჯარო განხილვებისა და მონაწილეობითი პროცესების ორგანიზება; &bull; გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების გათვალისწინებით, ცენტრის საქმიანობა ეფუძნება ორჰუსის კონვენციის ფუნდამენტურ პრინციპებს, &bdquo;განათლება მდგრადი განვითარებისთვის&ldquo; სტრატეგიას, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), ასევე საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ პროგრამებს, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021&ndash;2027 წლების სტრატეგიასა და საქართველო&ndash;ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ცენტრი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერების, საზოგადოების აქტიური ჩართულობისა და სანდო და სრულყოფილ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.</p>

ჩვენი ხედვა

ცენტრი წარმოადგენს სანდო სივრცეს, სადაც გარემოსდაცვითი ცოდნა, თანამედროვე სწავლება და საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელება, განათლების ხელშეწყობა და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება ეკომეგობრული გადაწყვეტილებების მისაღებად.