სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

ახალგაზრდული პროგრამები

ახალგაზრდული პროგრამები აერთიანებს გარემოსდაცვით განათლებას, პრაქტიკულ აქტივობებს და ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობებს.

2026კონკურსი

ახალგაზრდა მოხალისეთა ქსელი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მოხალისეთა ქსელი აერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის გზით.

ახალგაზრდა მოხალისეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, განივითარონ უნარები, შეიძინონ ახალი მეგობრები და საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს მდგრად განვითარებაში. პროგრამა მოიცავს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა:

  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • მდგრადი განვითარების მიზნები;
  • კლიმატის ცვლილება და მისგან გამოწვეული რისკები;
  • ბიომრავალფეროვნება, ტყისა და წყლის რესურსების მართვა;
  • განახლებადი და ალტერნატიული ენერგიები;
  • ნარჩენების მართვა;
  • ეკოსისტემური სერვისები.
სრულად ნახვა
2026კონკურსი

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით თემებზე და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ პროექტები ადგილობრივ დონეზე. ბანაკის პროგრამა მოიცავს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა:

  • ტყის რესურსების მართვა;
  • ბიომრავალფეროვნება;
  • ატმოსფერული ჰაერის ხარისხი;
  • კლიმატის ცვლილება და კატასტროფების რისკის შემცირება;
  • თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვა;
  • საქართველოსთვის დამახასიათებელი გეოლოგიური საფრთხეები;
  • ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მნიშვნელობა და როლი საქართველოში.

მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე და ერთვებიან გუნდურ აქტივობებში.

სრულად ნახვა
2026ახალგაზრდული პროგრამა

აგროსკოლა

აგროსკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანია აგრარული საკითხებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა სოფლის მეურნეობის დარგების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და აგრარული მიმართულებით არსებულ აქტივობებში ჩაერთონ. დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა:

  • თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა აგრარული მიმართულებით;
  • მიიღონ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის დარგში აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების, არსებული პროგრამების, პროექტების, სიახლეების შესახებ;
  • გაეცნონ აგრო პრაქტიკების წარმატებულ მაგალითებს;
  • შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები;
  • აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ღონისძიებებში.

აგროსკოლელები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • სოფლის მეურნების განვითარება;
  • ფერმერთა შესაძლებლობები;
  • სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები;
  • ფერმერული მეურნეობის მართვა;
  • ღვინის ისტორია და ღვინის დეგუსტაცია;
  • ქართული ვაზის ჯიშები, ველური ვაზის მოძიებისა და დაცვის ისტორია საქართველოში;
  • მეხილეობა;
  • მებოსტნეობა;
  • მებაღეობა;
  • ქართული ტრადიციული მეფუტკრეობა;
  • აკვაკულტურა და მეთევზეობა;
  • ვეტერინარია და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები;
  • მეცხოველეობა და მეფრინველეობა;
  • ნიადაგმცოდნეობა, გაუდაბნოება და გადაძოვება;
  • სურსათის უვნებლობა;
  • კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა;
  • განათლების როლი აგრარულ სექტორში;
  • აგროტურიზმი.
სრულად ნახვა
2026საგანმანათლებლო აქტივობა

ეკოლიდერთა სკოლა

ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანსაც ახალგაზრდა თაობისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა:

  • თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით სფეროში;
  • გაეცნონ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებებს;
  • შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები;
  • მომავალში აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ღონისძიებებში.

ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათი შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება. სასწავლო კურსის ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული სპეციალისტები ატარებენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

  • ადამიანის ეკოლოგიური უფლებები;
  • ნარჩენების მართვის მნიშვნელობა;
  • ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმები;
  • კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების რისკის შემცირება;
  • დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა;
  • მდგრადი განითარების მიზნები;
  • ტყის მდგრადი მართვა;
  • გარემოსდაცვითი განათლება.
სრულად ნახვა
2026სასწავლო შეხვედრა

სატყეო სკოლა

სატყეო სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანია ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აქტუალურ და საინტერესო თემებზე მისცეს სიღრმისეული ცოდნა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების გათვალისწინებით.

დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა:

  • თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა სატყეო სფეროში;
  • გაეცნონ სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საპასუხო ქმედებებს;
  • დაინტერესდნენ მომავალში სატყეო მიმართულებით სწავლის გაგრძელებით;
  • შეიძინონ თანამოაზრეები და მათთან ერთად პრაქტიკაში განახორციელონ საინტერესო პროექტები;
  • აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მომავალ ღონისძიებებში.

IX-XII კლასის მოსწავლეები, ეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში;
  • ტყის ტიპები/ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობები;
  • მერქნული და არამერქნული რესურსები;
  • მავნებლები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები;
  • ტყის ბიომრავალფეროვნება;
  • კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე;
  • ბუნებრივი საფრთხეები;
  • ტყის ხანძრები;
  • ენერგოეფექტურობა;
  • ალტერნატიული საწვავი;
  • ეკოტურიზმი;
  • მეტყევის პროფესია და სატყეო განათლება.
სრულად ნახვა