სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ატმოსფერული ჰაერის საკითხებზე შეხვედრა გამართა
პროექტის „არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში“ ფარგლებში, თბილისის გარემოსდაცვითი კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში დარგის სპეციალისტმა ახალგაზრდებს ატმოსფერული ჰაერის სისუფთავისა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. შეხვედრამ ხელი შეუწყო ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის გააზრებას მდგრადი განვითარების კონტექსტში, რაც პასუხისმგებლიანი მოქალაქეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
პროექტი მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, 2026 წლის საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში.
