2026-11-11
ცენტრის სიახლესსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ეფექტური კომუნიკაცია“.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებაა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, მათ შორის, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებულ მუშაობას, რაც ხელს უწყობდა მონაწილეთა მიერ მიღებული ცოდნისა და უნარების ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენებას.
