სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

საგანმანათლებლო პროგრამები

გარემოსდაცვითი მმართველის სასერტიფიკატო კურსი

საგამოცდო ენა: ქართული, ინგლისური, რუსულიფასი: 200 ₾

სასერტიფიკატო გამოცდამდე გაითვალისწინეთ

სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველები წინასწარ უნდა დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს და ჩაეწეროთ გამოცდის ჩასაბარებლად.

საკონტაქტო პირიანა ცაცანაშვილიinfo@eiec.gov.ge571 07 46 48

2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე პირის სერტიფიცირების მიზანია უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების უზრუნველყოფა. სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

სერტიფიცირება ხორციელდება სასერტიფიკატო გამოცდის/ტესტირების მეთოდით.

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსთა საგამოცდო კითხვები
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსთა ინფორმაციული მასალა
მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსთა რეგისტრაციის განაცხადი

გამოცდაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია

სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა ცენტრში უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი
  • ფოტოსურათი 3/4-ზე
  • სასერტიფიკატო გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

გამოცდის საფასურის გადახდა

სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლის საფასურია 200 ლარი, რომელიც ირიცხება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე.

მიმღები ბანკი: TRESGE22
მიმღების სახაზინო კოდი: 707377073

სასერტიფიკატო გამოცდა

საგამოცდო ტესტი შედგება 30 კითხვისგან. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა.

გამოცდის შედეგები ცნობილი ხდება გამოცდის დასრულებისთანავე.

ინფორმაცია მეწარმის სერტიფიცირების საკითხზე

2024 წლის 1 იანვრიდან სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს.

მეწარმის სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობა ხორციელდება ერთი ან რამდენიმე სერტიფიცირებული ფიზიკური პირის მეშვეობით.

მეწარმის სერტიფიკატის მისაღებად უნდა წარადგინოთ

  • განცხადება სერტიფიკატის მიღების თაობაზე
  • ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან
  • შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირების სერტიფიკატები
  • სერტიფიცირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც დაქირავებული პირების გარეშე ახორციელებს საქმიანობას, ვალდებული არ არის აიღოს მეწარმის სერტიფიკატი.

სერტიფიცირების საფასურის გადახდა

სერტიფიცირების საფასურია 500 ლარი, რომელიც ირიცხება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე.

მიმღები ბანკი: TRESGE22
მიმღების სახაზინო კოდი: 707377073

მეწარმის სერტიფიკატი მოქმედებს 3 წლის ვადით.

განცხადების ნიმუში
სერტიფიცირებული სია
საბანკო რეკვიზიტები
სერტიფიცირებული კომპანიათა ჩამონათვალი