„ერთიანი პროგრამა ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) განახლებისა და მეშვიდე ეროვნული ანგარიშის მხარდასაჭერად“
პროექტის შესახებ
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ქვეყანამ დაასრულოს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) განახლება, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვის, აღდგენისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებებს. ასევე, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა (CBD) და ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს (GBF) განხორციელების შესახებ მე-7 ეროვნული ანგარიშის მომზადებასა და წარდგენას კონვენციის სამდივნოსადმი. პროექტი უზრუნველყოფს სხვადასხვა სექტორისა და უწყების კოორდინირებულ მოქმედებას ბიომრავალფეროვნების კარგვის შესაჩერებლად და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.
პროექტის შედეგად შემუშავდება:
· საქართველოს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტარტეგია და სამქომედო გეგმა;
· ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა (CBD) და ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს (GBF) განხორციელების შესახებ მე-7 ეროვნული ანგარიში.
დონორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).
განმახორციელებელი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
პოლიტიკის განმსაზღვრელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტი.
საკონტაქტო პირი:
ელენე ებანოიძე- პროექტის კოორდინატორი; ელ.ფოსტა - Elene.Ebanoidze@eiec.gov.ge
