საქართველოს მეორე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში და გაერთიანებული მესამე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში და მეექვსე ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ
პროექტის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - “საქართველოს მეორე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR2), ასევე გაერთიანებული მესამე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიშისა (BTR3) და მეექვსე ეროვნული შეტყობინების (6NC) მომზადება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ”.
განმახორციელებელი: პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
Biennial Transparency Report (BTR) არის ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში, რომელსაც პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები წარადგენენ. ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ:
Ø სათბური აირების ემისიები და შთანთქმა;
Ø ეროვნული კლიმატური მიზნების (NDC) შესრულების პროგრესი;
Ø კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
Ø ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების გაძლიერება;
Ø კლიმატის ფინანსები.
პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემების გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მიზანი მხოლოდ ანგარიშების მომზადება არ არის. იგი ასევე ითვალისწინებს ქვეყნის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვა უფრო მეტად დაეყრდნოს სანდო მონაცემებსა და რეგულარულ მონიტორინგს.
მესამე ორწლიური გამჭვირვალობის ანგარიში და მეექვსე ეროვნული შეტყობინება გაერთიანებული ანგარიშის სახით მომზადდება. ეს ხელს უწყობს მონაცემების კოორდინირებულ გამოყენებას და ანგარიშგების პროცესის ეფექტიანობას. სანდო მონაცემები საქართველოს დაეხმარება უკეთ განსაზღვროს სათბურის აირების შემცირების მიმართულებები, შეაფასოს კლიმატის ცვლილების გავლენა სხვადასხვა სექტორზე და დაგეგმოს ადაპტაციის ღონისძიებები.
ამასთანავე, გამჭვირვალე ანგარიშგება საერთაშორისო პარტნიორებს აწვდის ინფორმაციას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, საჭირო ფინანსური რესურსებისა და ტექნოლოგიური მხარდაჭერის შესახებ.
BTR ქმნის ერთიან სისტემას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქვეყნების კლიმატური ვალდებულებების შესრულების გაზომვა, შედარება და მონიტორინგი. საქართველოს პირველი BTR გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოს 2024 წლის 31 დეკემბერს წარედგინა.
მოსალოდნელი შედეგები:
· სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის სისტემის გაუმჯობესება.
· კლიმატის ცვლილების შესახებ მონაცემების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა.
· კლიმატის ცვლილების ზემოქმედების, მოწყვლადობის, ადაპტაციისა და ზარალისა და ზიანის შეფასების გაუმჯობესება.
