სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

საბაკალავრო საფეხურის საბუნებისმეტყველო და გარემოსდაცვითი პროგრამებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს - „კლიმატის ცვლილება და კატასტროფები“ სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა გაიმართა.

საბაკალავრო საფეხურის საბუნებისმეტყველო და გარემოსდაცვითი პროგრამებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს - „კლიმატის ცვლილება და კატასტროფები“ სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა გაიმართა.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, საბაკალავრო საფეხურის საბუნებისმეტყველო და გარემოსდაცვითი პროგრამებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს - „კლიმატის ცვლილება და კატასტროფები“ სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა გაიმართა.

სახელმძღვანელოს შემუშავების მიზანია კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფების საკითხებზე ერთიანი საგანმანათლებლო რესურსის შექმნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო და გარემოსდაცვითი მიმართულების საბაკალავრო პროგრამებში.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს სახელმძღვანელოს ძირითადი თემატური მიმართულებები, მათ შორის: კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა, ბუნებრივი საფრთხეები და კატასტროფები, კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის მიდგომები, საქართველოში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეები და სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა.

დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმძღვანელოს სასწავლო პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობებს, მის შინაარსსა და სტრუქტურას. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს შემდგომი დახვეწისთვის.

ინიციატივა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფების რისკის მართვის საკითხებზე სტუდენტებისთვის სისტემატიზებული ცოდნის მიწოდებას და მომავალი სპეციალისტების სათანადო ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვის ხელშეწყობას.

პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდისა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

მიმდინარე სიახლეები

სრულად ნახვა